იუთუბის ჰიტი – ჰომერ სიმპსონმა Ice Bucket Challenge -ში დონალდ ტრამპი გამოიწვია (ვიდეო)

ლეგენდარული მულტ-სერიალის „სიმპსონების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ჰომერ სიმპსონი Ice Bucket Challenge -ში ჩაერთო. საიტ YouTube-ზე გამოქვეყნებული ახალი სერიის 40 წამიანმა ანონსი, რომელშიც ეს სცენაა აღწერილი, ნამდვილი ჰიტი გახდა და მხოლოდ 2 დღეში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
სიუჟეტის თანახმად, სიმპსონების ოჯახის მეთაური სიამაყით აცხადებს პოპულარულ აქციაში თავისი მონაწილეობის შესახებ, შემდეგ ესტაფეტას სხვა მონაწილეებს გადასცემს. ესინი არიან – ჰომერის კოლეგა ლენი, მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და სიმპსონების ოჯახის მეზობელი ნედ ფლანდერსი.
მას შემდეგ რაც წარმოთქვამს თავის ტექსტს, ჰომერი თავზე ჭიქა წყალს ისხამს. წყალი ცივია და ჰომერს გაუჭირდება მომხდარი მამაცურად აიტანოს. ის როგორღაც ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას და მაყურებლებს მოუწოდებს ALS-თან იბრძოლონ. თუმცა როგორც აღმოჩნდება მთავარი განსაცდელი წინ არის. მოულოდნელად ჰომერს თავზე წყლის დიდი ნაკადი ესხმება, შემდეგ კი სხვადასხვა ცივი და ყინულოვანი საგნები: პინგვინები, ჰოკეისტები, სანტა კლაუსი, გნომები, თეთრი დათვი და სხვა.
ირკვევა, რომ ჰომერს ბოროტად მისი შვილი ბარტი და მისი მეგობარი მილჰაუსი გაეხუმრნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kYNPtDbykp0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები