ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა დაიწყო
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა თქვა, რომ მთავარი საკითხი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე უკვე რამდენიმე წელია აყენებს, პოლიციის საგუშაგოს აღებაა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილება “უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები და მოხდება რეგიონში არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა“.