გოგონათა შორის იმერეთის რეგიონულ თამაშებში, ფეხბურთში გამარჯვება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღაურთას გუნდმა მოიპოვა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, ქუთაისის სპორტის სასახლემ, ფეხბურთში, გოგონათა შორის იმერეთის რეგიონულ თამაშებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად, გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის გუნდმა „ქარიშხალამ.“
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით და სასკოლო ოლიმპიადის შესაბამისი ხარისხის სიგელებით დააჯილდოვა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის საპატიო ელჩმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ბ/რომაულ ჭიდაობაში – თემურ აფხაზავამ, სეოკ – ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ – რევაზ რობაქიძემ.
გამარჯვებული გუნდი დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებში იასპარეზებს.
რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობები, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მათი რეგიონული წარმომადგენლობები”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები