ვახტანგ ბერიძე: ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში, რომელიც მომავალ პროფესიულ და საგანმანათლებლო გზას განსაზღვრავს
“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში, რომელიც მომავალ პროფესიულ და საგანმანათლებლო გზას განსაზღვრავს,”- ამის შესახებ ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა.
“გისურვებთ წარმატებით ჩაგებარებინოთ გამოცდები, სრულად წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორედ განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ,”- აღნიშნა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.