ამბროლაურში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა

ქალაქ ამბროლაურში არსებულ ორ სკვერში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა. ვიდეოკონტროლი განხორციელდება ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბაჩანა ბრეგვაძის  და აღმაშენებლის ქუჩაზე დათუნიკა სხირტლაძის სახელობის  სკვერში. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

“კამერების საშუალებით სკვერების მთლიანი ტერიტორია გაკონტროლდება და, ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და სილამაზეზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები