საქართველო, პირველად, კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლებს

საქართველო, პირველად, კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლებს. კიდევ ერთი მაღალი რანგის შეჯიბრება გორის სპორტის სასახლეში 29-30 აპრილს გაიმართება.

ევროპის ძიუდოს კავშირმა ტურნირი 2022 წელს გორში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩანიშნა, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით ჩვენმა ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა.

„ევროპის თასში“ 16 ქვეყნის 330 – მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეებსა და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად, გორი ევროპის ძიუდოს კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლებს.

მსგავსი რანგის ტურნირები გორისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც.
„ევროპის თასი“ 29 – 30 აპრილს, გორის სპორტის სასახლეში 10 საათიდან დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები