ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარების კონცეფცია ექსპერტებს რუსთავის მერიის არქიტექტორების ჯგუფთან ერთად გააცნო

საქართველოში მიმდინარე სივრცითი ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ფორმატის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა. რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქმშნებლობითი სააგენტოს უფროს იოანე მენაბდეს ფორუმის მონაწილე ექსპერტებთან ერთად შეხვდა და ქალაქის ის ტერიტორიები დაათვალიერებინა, რომელთა განაშენიანებაც სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
,,ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ურბანული განვითარების ხედვის გაზიარება. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, რომ რუსთავი არის, ალბათ ერთ-ერთი ქალაქი თბილისის აგლომერაციაში, რომელსაც ურბანული არეალების გაფართოებისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. და თუ ჩვენ სწორად დავაგეგმარებთ ქალაქს, ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის მასტიმულირებელი იქნება სწორედ ეს ახალი ტერიტორიები, რომლის განაშენიანებასა და განვითარებას ჩვენ ვგეგმავთ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარების კონცეფცია, ექსპერტებს რუსთავის მერიის არქიტექტორების ჯგუფთან ერთად გააცნო.

,,რუსთავში ექსპერტებთან ერთად ჩამოვედით. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მერიის წარმომადგენლებთან. გავეცანით თუ როგორია მათი ხედვა რუსთავის განვითარების, თბილისთან ურთიერთობისა და ზოგადად აგლომერაციის ფარგლებში, როგორ შეიძლება რუსთავი განვითარდეს”, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქმშნებლობითი სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდემ.

რუსთავში გამართულ შეხვედრამდე, საქართველოში პირველი სივრცითი ფორუმი გაიხსნა და კონფერენცია ,,სივრცის დაგეგმარება-საქართველო 2023″ ჩატარდა, სადაც ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების ეროვნულ პოლიტიკაზე იმსჯელეს. ფორუმის ფარგლებში, ექსპერტებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. რუსთავი, როგორც დედაქალაქის აგლომერაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები