გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა

გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მძღოლები და ქვეითები უკვე ახალი შუქნიშნებით სარგებლობენ ქალაქში არსებულ ორ გზაჯვარედინზე:

ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე
სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე

პროექტის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ხმოვანი შეტყობინების სისტემა. გორში პირველად დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. ერთ – ერთ გზაჯვარედინზე (სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა) დამონტაჟდა დამატებითი სექციებიც, რომლებიც აქამდე არ ყოფილა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები დამონტაჟებულია “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები