ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

აშშ-ის ლიდერის განცხადება იწყება 2021 წლის 6 იანვრის დონალდ ტრამპის მომხრეების კონგრესში შეჭრის გახსენებით და აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტით.

მისი თქმით, “როდესაც ოთხი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყარე კენჭი, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძოდით ამერიკის სულისთვის. და ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ”.

ბაიდენმა თქვა, რომ მისი საარჩევნო კამპანია, სხვა საკითხებთან ერთად, რესპუბლიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეზისებზე იქნება ფოკუსირებული.

„ჩვენ წინაშე დგას კითხვა, გვექნება მეტი თუ ნაკლები თავისუფლება მომდევნო წლებში. მეტი უფლება თუ ნაკლები… მე ვიცი პასუხი და ვფიქრობ, თქვენც გექნებათ ის… ამიტომაც, ვაპირებ ხელახლა კენჭისყრაში მონაწილეობას“, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები