საქართველოს ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, გოგონებსა და ვაჟებში გორმა უმასპინძლა

საქართველოს ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, გოგონებსა და ვაჟებში გორმა უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრება გორელმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

გორიდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ გურამ პაპიტაშვილისა და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლებისა და კლუბ ,,გორიჯვარის“ ძიუდოისტები.
შეჯიბრების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2023 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
საქართველოს ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები