აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიური ანგარიში მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი  „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში”  მოისმინა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ” კანონის თანახმად, სამინისტროს ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს, რომელიც  შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

 როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2022 წელს სააგენტომ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის” განხორციელება, რომელიც სამ ქვეპროგრამას მოიცავს.

 მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020-2022 წლის ფარგლებში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია 355 987 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 2022 წელს დარეგისტრირდა 5 978 აქტიური სამუშაოს მაძიებელი; ინდივიდუალური კონსულტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის, თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, 80 092 სამუშაოს მაძიებელს გაეწია; მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 477 შშმ პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება; კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 5565 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 132-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 5 039-მა სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის 2 517-მა მაძიებელმა -2022 წელს.

კომიტეტმა წარდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები