დუბლინში სკოლის მოსწავლის გადასარჩენად მგზავრებმა ტრამვაი ასწიეს (ვიდეო)

    ირლანდიის დედაქალაქში დრამატული ინციდენტი მოხდა, ამ ინფორმაციას „Sky News“ ავრცელებს. დუბლინში პიკის საათის დროს ტრამვაის ქვეშ სკოლის მოსწავლე გოგონა ჩავარდა. მგზავრებმა ტრამვაი გააჩერეს და მის გადასარჩენად ტრამვაის აქტიურად დაუწყეს მიწოლა. რამდენიმე ცდის შემდეგ, ერთობლივი ძალებით მგზავრებმა საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება შეძლეს. მათ ტრამვაი სიმაღლზე წამოსწიეს და დაშავებული გოგონა გადაარჩინეს. საინტერესოა, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გადამღებიც სამაშველო ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩაბმული. ამის შემდეგ დაზარალებული საავადმყოფოში წაიყვანეს. საბედნიეროდ გოგონას უმნიშვნელო ტრავმები აღმოაჩნდა და მალე გამოჯანმრთელებას უწინასწარმეტყველებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=E3LET_GNHNY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები