ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები, პასუხს აგებთ პოლიტიკურად, ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია

თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია კრიმინალური პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღეს სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს აინიცირებს.

„თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალი არის. ასევე, გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები