კობახიძე: სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან

სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინიციატივას, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია.

„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არ არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ. 2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. 2-ჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობები“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები