გიორგი ამილახვარი: სამწუხარო რეალობა გვაქვს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მედიის დიდ ნაწილს და ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ნაწილს კეზერაშვილი აფინანსებს, რომელმაც თავის დროზე ჯარს მოჰპარა ფული
“სამწუხარო რეალობა გვაქვს საქართველოში, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მედიის დიდ ნაწილს და ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ნაწილს კეზერაშვილი აფინანსებს, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის სიამაყეს, ჯარს მოჰპარა ფული” ,- ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარის თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს და გააკეთებს დასკვნებს, რომ ის ადამიანები, ვინც ფულს იღებენ დავით კეზერაშვილისგან, იმ გზის გამგრძელებლები არიან, რომელსაც დიდი ხანია დაადგა კეზერაშვილი.
“ცინიზმის მწვერვალია და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც ის თურმე რაღაც წილებს გადასცემს კოლექტივს, მაგრამ ნაწილს მაინც იტოვებს. მან ჯერ გაძარცვა ქართული ჯარი და ამით აფინანსებდა სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ აქტივობას საქართველოში, ახლა კი წილებს იმიტომ იტოვებს, რომ გაძარცვული ევროპელი პენსიონერების ფული დააბრუნოს საქართველოში. სამწუხარო რეალობა გვაქვს საქართველოში, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მედიის დიდ ნაწილს და ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ნაწილს კეზერაშვილი აფინანსებს, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის სიამაყეს, ჯარს მოჰპარა ფული და ამით აფინანსებდა ყველაფერს.
ევროპელი პენსიონერები გაძარცვა და პარტიებს, ტელევიზიას ამით აფინანსებს. ეს არის ამ ადამიანის რეალური სახე. ვფიქრობ, საზოგადოება ნათლად ხედავს და გააკეთებს დასკვნებს, რომ ის ადამიანები, ვინც ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, იმ გზის გამგრძელებლები არიან, რომელსაც დიდი ხანია დაადგა დავით კეზერაშვილი“, – აღნიშნავს ამილახვარი.