შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დღეს არ გავა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ინიციატივა, სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღის წესრიგშია, თუმცა, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დღეს არ გავა.

“იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ, თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც”, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კი კენჭი უყარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები