გივი მიქანაძე: ხაბეიშვილმა ვერ გაამართლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მოლოდინები, მისი შეცვლა არ გამიკვირდება

„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად, როგორც პარტია, აღარ არსებობს, ეს არის რაღაც ნარჩენები პარტიიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე “ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას.

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ღრმა კრიზისია, რომ ამ ადამიანებმა კრიზისული მდგომარეობა ვერ შეინარჩუნეს შიდა კულუარებში და უკვე რამდენიმე თვეა, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ოპოზიციური ძალა გადართული არის დესტრუქციაზე, ერთმანეთის დაზიანებაზე და მათთვის ქვეყნის ინტერესს მათთვის ჩალის ფასი აქვს.

„არჩევნები როგორ დამთავრდებოდა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეს კრიზისი იმდენად ღრმა არის და იქიდან გამოსავალი არ არსებობს, რომ გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოხდა პოლიტიკური საბჭოს არჩევა, რომ ხალხი საერთოდ საქმის კურსში არ იყო, ვინც პოლიტსაბჭოს წევრი იყო და უცბად დაკარგა ეს. ვიღაცებს შესთავაზეს ისე, რომ არ იცოდნენ, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ხაბეიშვილი ფაქტობრივად არის რუპორი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის, მაგრამ ხაბეიშვილის გეგმაც უკვე გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა ვერცერთ ღონისძიებაზე ვერ უზრუნველყო, რომ ჩატარებულიყო იმ მასშტაბით და იმ დონეზე, რაზეც არაერთი განცხადება გაკეთდა. კიდევ ერთხელ გაცხადდა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვს. ამის ყველაზე დიდი დამადასტურებელი იყო 9 აპრილის ღონისძიება. ამასთან ერთად, ვხედავთ, რომ კეთდება საჯარო ბრალდებები, ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები და ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ ნიკა მელიამ გახსნა ცალკე ოფისი, სადაც თავის გულშემატკივრებს კრებს, თუმცა, პარტიას არ ტოვებს. ფაქტობრივად, ეს გუნდი უკვე ორად არის გახლეჩილი, თუმცა იქ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ მესამე მხარედ ჩამოყალიბდნენ, როგორც ინდივიდები, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ. საერთოდ გაემიჯნენ პროცესს. ეს პარტია რეალურად როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის რაღაც ნარჩენები „ნაციონალური მოძრაობიდან“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა რეალურად ვერ გაამართლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მოლოდინები.

„არ გამიკვირდება მისი შეცვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ხაბეიშვილმა რეალურად ვერ გაამართლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მოლოდინები. ამ ადამიანმა ფაქტობრივად ნიღაბი ჩამოხსნა იმას, რომ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს და ინგლისურის თემა თუ არის მიზეზად მოყვანილი, ეს არის უბრალოდ რაღაც შენიღბული მიზეზი, რეალური მიზეზი არის ის, რომ 9 აპრილსაც კი, როდესაც შეეცადნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალები, საზოგადოებისთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს ხალხის მობილიზება გაეკეთებინათ, ეს ღონისძიებაც კრახით დამთავრდა. რადიკალებმა განიცადეს ძალიან სერიოზული წარუმატებლობა, ხალხი ვერ შეკრიბეს, ვერანაირი მოთხოვნები ვერ დააყენეს ისეთი, რომელსაც საზოგადოება აჰყვებოდა. ქვეყნის წინსვლისთვის არაფერი აინტერესებთ, მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები