განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძის არჩევას მხარი დაუჭირა.

„გიორგი ჩაკვეტაძის შემოერთება კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ჩაკვეტაძეს ახალგაზრდობის სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები