“საქართველოსა და ირანთან თანამშრომლობის გაღრმავება” – ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და რეგიონისთვის მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთის ტერიტორიის 29 800 კვ.კმ-ს აღიარებს, ხოლო ერევანი გამოაცხადებს, რომ არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები არცერთი ქვეყნის მიმართ.

ამის შესახებ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მშვიდობა შესაძლებელია, თუ ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში ნათლად დავაფიქსირებთ არა მხოლოდ დღეს, არამედ – სამომავლოდ, რომ ვაღიარებთ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას 29,8 ათასი კვადრატული კილომეტრით, უფრო სწორად, სომხეთის სსრ-ს მდგომარეობით არსებულ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც 1991 წელს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და რომ არცერთი ქვეყნის მიმართ არ გვაქვს და არც არასდროს გვექნება ტერიტორიული პრეტენზიები“, – განაცხადა მან.

სომხეთის პრემიერის თქმით, თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ არავინ დაუშვებს სომხეთის განვითარებას, არ შეეგუება იმას, რომ „ჩვენ ვვითარდებით, ვძლიერდებით“, რადგან იფიქრებენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ არის მიმართული.

ფაშინიანის თქმით, მშვიდობის მიღწევა ნიშნავს ნორმალურ ურთიერთობას ოთხ მეზობელ ქვეყანასთან.

საქართველოსა და ირანის შემთხვევაში, საუბარია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები