იაგო ხვიჩია: მინდა, „ნაცმოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც კომისიას მხარს უჭერს და ვინც – არა

მინდა, „ნაცმოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც კომისიას მხარს უჭერს და ვინც – არა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, კომისიის შექმნის საკითხს დღეს აყენებენ, რათა შიდა მობილიზაცია მოხდეს. მეორე მხრივ, მიშას თავი მოაწონონ და რაღაცას ვაკეთებთო, მეორე არგუმენტი ეს იქნებოდა. თუ კომისიები გადის, ეს საკითხი რომ დააყენონ, პრობლემას ვერ ვხედავ. მინდა, „ნაცმოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც კომისიას მხარს უჭერს და ვინც – არა. ჩვენ მათ ტელევიზიებში დაბლოკილი ვართ და თან ცუდად გვაკრიტიკებენ. მგონი, როცა ადამიანი მათი კომისიის მხარდაჭერას კითხვის ქვეშ არ აყენებს, ეს დაფასებას მოითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, კენჭისყრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები