გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის მხრიდან ამ ფონზე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მათი სურვილი, რომ ზედაპირზე როგორმე იტივტივონ

„ოპოზიციის მხრიდან ამ ფონზე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მათი მხოლოდ სურვილი, რომ ზედაპირზე როგორმე იტივტივონ”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხრიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

“ჯერ ერთი, მთავარი მოწმე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ ის არავისთან ითანამშრომლებს, არავითარ მტკიცებულებებს არ წარადგენს, თუ მას ასეთი გააჩნია. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციას, ასეთი რამ არ არსებობს, თორემ რომ იყოს, ბუნებრივია, აქამდეც იტყოდა რადიკალური ოპოზიცია ამას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები