ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება

“ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხაბეიშვილი იყო დროებითი ფიგურა. ძალიან ღრმა და სერიოზული არ იყო მისი არჩევა. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები