სარჯველაძე – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება 12-პუნქტიანი გეგმიდან სრულფასოვნად შესრულებული პუნქტი

რასაც ამბობდა ოპოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი არ უნდა მივიღოთ და სხვა ფორმით უნდა დავარეგულიროთ, აღმოჩნდა ვენეციის კომისიის მიერ პირველივე დასკვნის გაცემის შემდეგ მტკნარი ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ “განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მოიწონა კანონი და მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს 12 რეკომენდაციიდან ერთი პუნქტი სრულყოფილად ექნება შესრულებული.

„რასაც ამბობდა ოპოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი არ უნდა მივიღოთ და სხვა ფორმით უნდა დავარეგულიროთ, აღმოჩნდა ვენეციის კომისიის მიერ პირველივე დასკვნის გაცემის შემდეგ მტკნარი ტყუილი. კანონი მოიწონეს და ეს მოსალოდნელიც იყო იმის ფონზე, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იწონებდა იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინას ჰქონდა მიღებული. ამ გზით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება 12-პუნქტიანი გეგმიდან სრულფასოვნად შესრულებული პუნქტი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები