ზურაბ აზარაშვილი: ჩვენი შეუცვლელი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს მოწინავე, სახელმწიფო კლინიკა ქვეყანაში
“ჩვენი შეუცვლელი მიზანი და გადაწყვეტილება, რაც დღეისთვის არსებობს, დაკავშირებულია იმასთან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე, სახელმწიფო კლინიკა ქვეყანაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკა, რომელიც ყველა თანამედროვე გამოწვევასა და სტანდარტს პასუხობს.
„ჩვენი შეუცვლელი მიზანი და გადაწყვეტილება, რაც დღეისთვის არსებობს, დაკავშირებულია იმასთან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე სახელმწიფო კლინიკა ქვეყანაში, რომელიც იქნება აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და იქნება მრავალპროფილური და თანამედროვე კლინიკა. აი, ამ მიზნის მიღწევაში უკვე გვეხმარება სხვადასხვა დასკვნა და ექსპერტული შეფასებები, რომლებიც მომზადების პროცესშია და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. თუმცა, ის გადაწყვეტილება, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით აქვს მიღებული როგორც მთავრობას, ასევე სამინისტროს, ერთადერთ მიზანს ემსახურება – ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკა, რომელიც ყველა თანამედროვე გამოწვევასა და სტანდარტს პასუხობს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.