სარჯველაძე მოსამართლეებთან პრემიერის შეხვედრაზე ოპოზიციის განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს

ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია და, როგორც ჩანს, გათვლილია იმაზე, რომ ვინმე საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება, მოაჩვენონ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

“ის, რასაც თვითონ აკეთებენ, როდესაც ითხოვენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში თვითონ მოსამართლეები კი არ წყვეტდნენ, გადაწყვეტილებებს კი არ იღებდნენ, არამედ გადაწყვეტილებებს იღებდნენ პოლიტიკოსები, ეს შევაფასოთ. სასამართლო დამოუკიდებლობის პატივისცემა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ველაპარაკოთ სასამართლოს, სასამართლოს დიახ, უნდა ველაპარაკოთ, უნდა ვითანამშრომლოთ, გვქონდეს საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ არაფრის დიდებით არ შეიძლება ამ საქმიანი ურთიერთობის შინაარსის და საფარველის ქვეშ ძირი ვუთხაროთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. როდესაც სასამართლო ხელისუფლებას ელაპარაკები, რომ რა პრობლემა აქვს და რით დაეხმარო, ეს როგორ შეიძლება, ჩაითვალოს სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობად?!“, – თქვა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები