ირაკლი პეტრიაშვილი და რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაფიცულ ქართველებს შეხვდებიან

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი და მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაემგზავრნენ, რათა გაფიცულებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ, ადგილზე შეაფასონ მდგომარეობა და შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით,  უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც 200-მდე მძღოლია გაფიცული, მათ შორის, 50-მდე ქართველი.
“დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა. მძღოლები დაგვიკავშირდნენ ჩვენ. საქართველოს პროფკავშირებმა საქმეში ჩავრთეთ ჩვენი ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის, გერმანიის და ჰოლანდიის პროფკავშირები. დაინიშნა მედიატორი. პირველ ეტაპზე, დამსაქმებელი სიტყვიერად დაჰპირდა მძღოლებს, ნამუშევრის ანაზღაურებას, თუმცა, 3 დღის წინ სიტყვა გატეხა და პოლონეთიდან „შემცვლელი“ მძღოლები ჩაიყვანა და ტრაილერების წართმევა სცადა. გერმანიის პოლიციამ ყველა მათგანი დაადეპორტა,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები