ნიურნბერგის სასამართლო პროცესის ბოლო პროკურორი გარდაიცვალა

ნიურნბერგის სასამართლო პროცესის ბოლო პროკურორი ბენჟამინ ფერენცი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პასუხისმგებელი ნაცისტების სიკვდილის რაზმის 22 მეთაურის გასამართლებაზე. კვირას, 8 აპრილს, პროკურორის გარდაცვალება ფერენცის შვილმა ტელეარხ NBC-ს აცნობა.

ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ნიურნბერგში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაიმართა და ნაცისტური გერმანიის ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესი იყო.

ბენჟამინ ფერენცი 27 წლის იყო, როცა პროცესი დაიწყო. შემდეგ იგი მოქმედებდა როგორც პროკურორი ე.წ. Einsatzgruppen-ის წევრების, ანუ SS-ის ქვედანაყოფების ცალკეულ სასამართლო პროცესზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ხალხის მასობრივ განადგურებაში ევროპისა და სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ტელეარხი მიუთითებს, რომ მაშინ საქმეში 22 ადამიანი იყო ჩართული, რომლებიც დამნაშავედ ცნეს 1 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობაში. 13 ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები