რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერშკოვიჩი „ეფესბეს“ მიერ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, 30 მარტს, ეკატერინბურგში „ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე“ დააკავა.