სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ მილანის საავადმყოფოს ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
86 წლის ბერლუსკონი ფილტვების პრობლემების გამო, 5 აპრილს „სან რაფაელის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ის კვლავ შეძლებს წინა ხაზზე დაბრუნებას და გააგრძელებს Forza Italia-ს ხელმძღვანელობას.
„გვინდა ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა.