ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი მომდევნო კვირას ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბორელი ჩინეთში 13-15 აპრილს ჩავა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამჟამად ჩინეთში იმყოფებიან და მოუწოდებენ პეკინს გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
გასულ კვირას პეკინს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეწვია.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მხარეების ოფიციალური რიტორიკის მიუხედავად, პეკინისა და მოსკოვის პარტნიორობას საზღვრები გააჩნია.