“რუსეთი და აშშ ომის “ცხელ ფაზაში” იმყოფებიან” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და შეერთებული შტატები “ომის ცხელ ფაზაში იმყოფებიან”, რადგან ვაშინგტონი კიევს იარაღს აწვდის.

ამის შესახებ მან  Россия-1-ს განუცხადა.

„ნამდვილად ვიმყოფებით ომის “ცხელ ფაზაში”, რადგან უკრაინელები, პირველ ყოვლისა, ამერიკული იარაღით იბრძვიან“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.

”მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ამერიკელები გონს მოეგებიან და რაღაც დიალოგი განახლდება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები