გერმანიაში COVID-19-ის დასრულება გამოაცხადეს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემია დასრულდა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Politico.

მინისტრმა ეს შეფასება ვაქცინაციის მაჩვენებლების, ჰოსპიტალიზაციის და ვირუსის შტამების შესწავლის  საფუძველზე გააკეთა.

„გერმანიაში პანდემია წარმატებით დავძლიეთ და ასევე კარგი ბალანსით“, – განაცხადა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ლაუტერბახმა თქვა, რომ ვირუსთან გამკლავების გერმანიის სტრატეგიამ იმუშავა. თუმცა, მისი თქმით, არის საკითხები, რომელთა გაკეთებაც უკეთესადაც შეიძლებოდა.

“მიმაჩნია, რომ სკოლების ხანგრძლივად დახურვა არც ისე აუცილებელი იყო“, – აღიარა მინისტრმა.

4 აპრილს გერმანიაში COVID-19-ის სამთავრობო ექსპერტთა საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა.

ხვალიდან პანდემიასთან ბრძოლის ყველა ზომა უქმდება, მათ შორის, საავადმყოფოებში პირბადის ტარება, რომელიც ამ დრომდე იყო ძალაში.

ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების მოხსნა ბევრად ადრე დაიწყო. მაგალითად, თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა გახდა შესაძლებელი. შეზღუდვა 3 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები