ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2022 წლის ოქტომბერში გამართული წინა შეხვედრის შემდგომ განვითარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული მოვლენები.

„უაღრესად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საკვანძო როლს, რომელსაც ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც პლატფორმა პროგნოზირებადობისთვის და დიალოგისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ ინტენსიური აზრთა გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო.

თანათავმჯდომარეებმა აცნობეს მონაწილეებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვას 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გეგმავენ და ელოდებიან ყველა მონაწილის მიერ დადასტურებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები