ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ნატოში მისი ქვეყნის გაწევრიანება ახალი ეპოქის დასაწყისია.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“ფინეთი ახალ ეპოქაში შედის, როგორც ნატოს წევრი. ვამაყობ ფინეთით და ფინელი ხალხით. როგორც ერი, ჩვენ ვიყავით ერთიანები ამ ისტორიულ პროცესში. მადლობა ჩვენს მოკავშირეებს ნდობისთვის. ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით,”- ნათქვამია შეტყობინებაში.
ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში, სულ მალე ფინეთის დროშა აღი8მართება.
მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ ხელი მოაწერა დოკუმენტს ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
ჰაავისტომ ამ მომენტს ისტორიული უწოდა.