აშშ-ში ქარიშხლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

შეერთებული შტატების სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებს გუშინ თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, აღნიშნულის შესახებ “Reuters” იუწყება.

აღნიშნულია, რომ ქარიშხალს არკანზასის, ილინოისის, ინდიანას, ტენესის, ალაბამასა და მისისიპის შტატების მოსახლეობა შეეწირა.

ქალაქ ბელდივერში, ქარის გამო, თეატრის სახურავი იმ მომენტში ჩამოინგრა, როცა იქ 260 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 50 წლის მამაკაცი, დაშავდა 40 ადამიანი – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები