სარჯველაძე – ლაზარე გრიგორიადისზე: შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე
არავითარი პოლიტიკური პატიმარი და არავითარი გმირი არ არის სახეზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ის არის რეალურად, რაც ვნახეთ იმის ჩამდენი ადამიანი. ბრალეულია თუ არა და რა სასჯელი უნდა დაენიშნოს თუ არ უნდა დაენიშნოს ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა შეუფარდა.