ნენსი პელოსი – ტრამპზე: კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს
კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნაფიცმა მსაჯულებმა იმოქმედეს ფაქტებისა და კანონის საფუძველზე. კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი მშვიდობიანად პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.