„ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ“ – ბაიდენი
ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულს – ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობას, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა.
დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებზე. დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს, რომლებიც არავის ავნებენ“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.