ზელენსკი: სიგნალი, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს

Ukrainian President Volodymyr Zelenskyy speaks to the media at joint press conference with Slovakia's Prime Minister Eduard Heger, Moldova's President Maia Sandu, Slovenia's Prime Minister Robert Golob and Croatia's Prime Minister Andrej Plenkovic during Bucha Summit in Kyiv, Ukraine, Friday, March 31, 2023. (AP Photo/Evgeniy Maloletka)

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის ნათქვამი არის იმის მტკიცებულება, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები წარუმატებელი იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და მოლდოვის ლიდერებთან გამართულ სამიტზე განაცხადა.

„სიგნალი იმისა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს უნდა ეჩვენებინა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო ბრძოლის ველზე და ისიც, რომ მათ დაიწყეს ასეთი სისხლიანი ომი, აბსოლუტურად გასაგებია, როგორ დასრულდება ეს. საკითხავი ის არის, რომ ის უბრალოდ არ სწყალობს ჩვენს ხალხს და კლავს მათ, მაგრამ არც თავის ხალხს ითვლის. მაგრამ ეს რუსეთის საქმეა. ვფიქრობ, ის აღარ წყვეტს, რა სახის იარაღი იქნება მისი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები