აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლო მოსმენა აღმოსავლეთის დროით 14:15 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, მანჰეტენის დიდმა ჟიურიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს (ნამდვილი სახელია – სტეფანი კლიფორდს), რომელსაც სავარაუდოდ დუმილის სანაცვლოდ ტრამპმა ფული გადაუხადა.
თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სტორმი დენიელსთან სექსუალურ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.