ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ამის შესახებ ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს“, – წერს იოსელიანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების შემდეგ დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.