დმიტრო კულება: „უიმბლდონის“ გადაწყვეტილება რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დაშვების შესახებ ამორალურია

„უიმბლდონის“ გადაწყვეტილება რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დაშვების შესახებ ამორალურია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიტანეთის მთავრობას ვიზების გაცემაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

„შეწყვიტა თუ არა რუსეთმა აგრესია ან სისასტიკე? არა, უბრალოდ „უიმბლდონმა“ გადაწყვიტა დანაშაულის ორი თანამზრახველის შეფარება. მე მოვუწოდებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, უარი თქვას ვიზების გაცემაზე“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ლაუნ-ტენისის ასოციაციამ (LTA) რუს და ბელარუს ჩოგბურთელებთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა და მათი 2023 წლის „უიმბლდონზე“ ნეიტრალური სტატუსით დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები