“ამბასადორის” ადმინისტრაცია: დაუყოვნებლივ მოხდა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია – ხანძრის გამომწვევ მიზეზს შსს იძიებს
თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სასტუმროს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და მომხდარს შსს იძიებს.
“დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.
მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სასტუმროში ხანძარი თითქმის ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.