“ამბასადორში” გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 20-მდე სახანძრო ცდილობს

სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

ცეცხლი სასტუმროს ბოლო სართულს, სადაც რესტორანი იყო განთავსებული, მთლიანად მოედო.

ხანძარი სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

“კვირა” დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები