“არავის არაფერში სჭირდება ზურაბიშვილისგან შექება” – ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს “ჭორაობა” უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს “ჭორაობაზე დაფუძნებული” უწოდა და განაცხადა, რომ ის არა ქართველ ხალხს, არამედ რადიკალურ ოპოზიციას იცავს.

როგორც ღუდუშაურმა “იმედის” ეთერში აღნიშნა, საზოგადოებას პრეზიდენტისგან “ობიექტური რეალობის მოსმენა” სჭირდება.

„საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და უბრალოდ წარმოუდგენელია – პრეზიდენტი იყენებს მაღალ ტრიბუნას იმისთვის, რომ მთელი მისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყოს, პირდაპირ ვთქვათ, ჭორაობაზე.
შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმისთვის გვერდის ავლა, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის დამცველადაც მოგვევლინა პრეზიდენტი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ხელშესახები მსჯელობა და დისკუსია იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. არავის არაფერში სჭირდება სალომე ზურაბიშვილისგან შექება, მაგრამ ქართველ ხალხს ნამდვილად სჭირდება პრეზიდენტისგან ობიექტური რეალობის მოსმენა“, – თქვა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები