კობახიძე – შუალედურ არჩევნებზე: პრაქტიკულად, კონკურენტების გარეშე გვიწევს არჩევნების ჩატარება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია განულებულია

ვერცერთ ოლქში ოპოზიციამ ვერ დააყენა კანდიდატები – ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი რეიტინგები და ჩვენი რეიტინგი, რომელიც გაზრდილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” შუალედურ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

„ვერცერთ ოლქში ოპოზიციამ ვერ დააყენა კანდიდატები – ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი რეიტინგები და ჩვენი რეიტინგი, რომელიც გაზრდილია იმ ფონზე, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. შესაბამისად, მათ წაგებულ ომში არ უნდოდათ შემოსვლა.
ასეც და ისეც, ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებდით ამ არჩევნებს. ახლა პრაქტიკულად კონკურენტების გარეშე გვიწევს არჩევნების ჩატარება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია განულებულია“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ 29 აპრილის შუალედურ და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და კანდიდატების დაყენებაზე უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები