უკრაინაში სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვის პირველი პირები იმყოფებიან

რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე, ქვეყანაში სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვის პირველი პირები ჩავიდნენ.

ვიზიტის დაწყებისას სლოვაკეთის პრემიერი – ედუარდ გეგერი, სლოვენიის პრემიერი, რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერი, ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და მასპინძელი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ.

ლიდერები წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც ბუჩას მოკლული მაცხოვრებლების მასობრივი საფლავი იპოვეს.

როგორც “ტვიტერში” მაია სანდუმ დაწერა, „დღეს, მე და მოლდოველები, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, ვიხსენებთ ტერორს, რომელსაც ერთი წლის წინ, ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა დაექვემდებარა. ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულოების ხსოვნას და ვგლოვობთ მათ გამო. დემოკრატიებმა უნდა იმუშაონ ერთად, რომ ეს სისასტიკე იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები დასჯილი“, – დაწერა სანდუმ.

დღეს ოთხი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით კიევში სამიტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები