ირაკლი კობახიძე: გვაქვს დეტალური ინფორმაცია, რატომ იცვალა პრეზიდენტმა ფერი, მაგრამ მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს – წითელი ხაზები ჯერ არ გადაუკვეთავს
ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ იცვალა მან ფერი, მაგრამ მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის წლევანდელ მოხსენებაში ძალიან ბევრი გაუგებარი განცხადება იყო.
„მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს და უკადრებელს არ იკადრებს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს სათანადოდ აანალიზებს და მან ყველაფერი კარგად იცის, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი რაღაცების თქმა სჭირდება, რითაც უნდა, რომ ტაში გამოსტაცოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. დღეს მან ტაში რამდენჯერმე გამოსტაცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია იქ დგას სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ, მასთან მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.
ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ იცვალა მან ფერი, მაგრამ მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის, იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთია“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დღეს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.