კიევში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იმყოფება

უკრაინაში ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩი იმყოფება.

დიპლომატების ვიზიტი ომის დაწყებიდან მე-400 დღეს მიეძღვნა.

უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული ევროკავშირის სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას ნიშნავს.

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ დიპლომატებთან განიხილეს ევროპის თავდაცვის ერთობლივი მშენებლობა და უკრაინაში იარაღის დროული მიწოდების მნიშვნელობა.

“უსაფრთხო და სტაბილური ევროპული გარემოს მომავალი იწყება უკრაინაში”, – დასძინა სტეფანიშინამ.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ელჩები, მათ შორის, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრ, ოლექსეი რეზნიკოვს და სახალხო დეპუტატებს, ასევე, ბოროდიანკას ეწვივნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები