“რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!” – შოლცი ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე
რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ბუჩაში განხორციელებულმა სისასტიკემ მთელ მსოფლიოს აჩვენა – რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომი.
“ეს კადრები ჩემს მეხსიერებაშია აღბეჭდილი. ეს დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამიტომ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!”, – დაწერა შოლცმა.